ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შეთავაზების შემთხვევაში კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინას მოსახლეობის 47% გაიკეთებს. ამის შესახებ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
გაბუნიას თქმით, ნდობა და სურვილი, რომ გაიკეთონ ვაქცინა, იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება.
“ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩატარდა ნოემბრის ბოლოს და მოსახლეობის, დაახლოებით, 47% იყო ისეთი, რომელიც ამბობდა, რომ გაითვალისწინებდნენ ვაქცინის გაკეთებას, თუ მათ ასეთი შეთავაზება ექნებოდათ. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც დადგება ეს მომენტი, ეს ხალხი აუცილებლად გაიკეთებს ვაქცინას. გამოდის, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები ადამიანი არის განმსჭვალული იმისკენ, რომ ვაქცინა უნდა გაიკეთოს”, – ამბობს თამარ გაბუნია.