„თავიდანვე წინაღმდეგი ვიყავით საპროცესო შეთანხმებაზე. დაუშვებელი იყო და დღემდე ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმება არამარტო ჯანაშიასთან არამედ ნებისმიერ პირთან, ვინც ამ საქმეში არის მსჯავდებული. გამომდინარე იქედან, რომ ვთვლი ჯერ კიდევ ბევრი კითხვებია საქმეში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია საქმე და არ შეიძლება რომელიმე პირთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება.”
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე
ადვოკატმა გიორგი ჯანაშიას მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ „ტვ პირველთან“ ისაუბრა.
შეგახსენებთ, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 29 დეკემბერს დატოვა.
ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.