საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
“დამწვარია კორპუსის პირველი სართული, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოხდა და მისი სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ადგილზე მუშაობდა 16 სახანძრო ბრიგადა. დაშავებულია ერთი პირი”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.