ჟურნალისტი, ბერდია კალანდია სოციალური ქსელში ოკუპირებულ გალში ძლიერი ცეცხლის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
როგორც ამ დროისთვის ხდება ცნობილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით კი ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
შეგახსენებთ, რომ ტყის ხანძარი ოკუპირებულ გალში 4 იანვრის დილას გაჩნდა.
იხ: ვიდეო: