aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნუ ვინერვიულებთ, ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე“ – პაატა იმნაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე.

როგორც პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განმარტა, ინგლისელებს და ბრიტანელებს არ აქვთ შიში, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ იმოქმედებს მუტირებულ ნაირსახეობაზე, შესაბამისად, მოუწოდებს მოსახლეობას, არ ინერვიულონ.

„პრაქტიკულად, ლონდონში და სამხრეთ ინგლისში უკვე მთლიანად ჩაანაცვლა ამ ახალმა ნაირსახეობამ ძველი ნაირსახეობა. ინგლისელებს და ბრიტანელებს არ აქვთ ეს შიში, რომ ვაქცინა არ იმოქმედებს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთმა ვაქცინაცია დაიწყო. ასე რომ, ჩვენ ნუ ვინერვიულებთ, სანამ დაიწყება ვაქცინაცია, კარგად გაირკვევა. ყველა დარწმუნებულია, რომ ახალ შტამზეც ზუსტად ისევე კარგად მუშაობს ვაქცინა, როგორც ძველზე“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში  4 იანვარს დადასტურდა.

იტვირთბა....