ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უმეტესად ეს არის პატარა ცვლილება, რომელიც ჩვენ ორგანიზმს დიდ ზიანს წინა შტამთან შედარებით არ მოუტანს” – ექიმის მიმართვა

ქართველი ექიმი, ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

ექიმი “ფეისბუქის” მიმართვაში საქართველოში კოვიდ 19-ის ახალი შტამის დაფიქსირებაზე ამახვილებს ყურადღებას. “მეტრონომი” ექიმის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“კორონა ვირუსის ახალმა და ერთი შეხედვით უფრო გადამდებმა შტამმა, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა ნელ ნელა დაიწყო გავრცელება და სამწუხაროდ პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა!

ყველაზე ხშირი კითხვა რაც ისმის და ინტერესის წყაროა მოსახლეობისთვის ეს არის ის, რომ ვერ იგებს უმეტესობა თავად კოვიდ 19 შეიცვალა თუ ვირუსის რაიმე ნაწილის ცვლილება მოხდა?

“როგორ შეიცვალა ვირუსი?”

”როგორ აინფიცირებს ახალი შტამი?”

”რით განსხვავდება ის აქამდე კარგად ცნობილ კოვიდ 19 ისგან? ”

”ეს ბრიტანული შტამი სხვა ვირუსია თუ ვირუსი იგივე რჩება? აბა რა შეიცვალა?!”

”ვინც გადაიტანა კოვიდ-19 მათაც ელის საფრთხე ხელახალი დაინფიცირების, თუ გვაქვს ამ შტამის მიმართაც ანტისხეულები? ” ამის გაგება ძალიან მარტივია!

წარმოიდგინეთ ვირუსი ბურთის ფორმის რომელსაც გარედან გამოშვერილი წვეტებივით აქვს რასაც რეალურად ”სპაიკები” ეწოდება.

ზუსტად ამ სპაიკების მეშვეობით უკავშირდება ვირუსი ჩვენი ორგანიზმში არსებულ რეცეპტორებს.
რა არის რეცეპროტი?

რეცეპტორი უჯრედების მემბრანის ცილოვანი შენებაა რომელსაც აქვს ჩადებული ასე ვთქვათ ”კოდი” რომ ვერ შეაღწიოს უცხომ (ბაქტერიამ, ვირუსმა ) მასში .

სპაიკმა კი ჩვენი რეცეპტორის კოდი გაიგო და გასაღებივით ერგება მას!!!

მუტაცია რომელიც განიცადა კოვიდ 19-მა ცვლის სპაიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც “რეცეპტორებთან სავალდებულო დომენს” უწოდებენ.

ეს არის ის ადგილი, სადაც სპაიკი პირველ კავშირშია ჩვენი სხეულის უჯრედების ზედაპირთან. ანუ უფრო კარგად მოერგო ჩვენ ორგანიზმის რეცეპროტებს და გასაღებივით გააღო იგი.

ახალ ვარიანტში წარმოქმნილი სპეციფიკური მუტაციები მას 50 % დან 70 %-მდე .

უფრო აინფიცირებს, ვიდრე თავდაპირველი შტამი, საიდანაც იგი წარმოიშვა.

გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის ახალი ვარიანტის საწყისი ანალიზი და აჩვენებს, რომ ახალი შტატების გაერთიანება არის არა მხოლოდ ერთი, არამედ 17 სხვადასხვა მუტაციის შედეგი.

ხშირად საჭიროა მხოლოდ ერთი მუტაცია, რომ ვირუსის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალოს ახალი შტამის წარმოქმნისთვის.

ამ 17 ახალი მუტაციიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია N501Y შეცვლის სახელით.
ეს მუტაცია გავლენას ახდენს ვირუსის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე – მის “სპაიკ” პროტეინზე.

Spike ცილა არის გასაღები, რომლითაც ვირუსი ასე ვთქვათ აღებს ჩვენს ორგანიზმს და შედის მასში .(აინფიცირებს) სანამ იგი შევა უჯრედში და დაინფიცირდება, კორონავირუსი უნდა შეუერთდეს უჯრედის გარედან არსებულ რეცეპტორს –  ACE2 რეცეპტორს,

რომელიც შეკავშირების შემდეგ ვირუსს შიგნით უშვებს.

ახალი N501Y მუტაცია საშუალებას აძლევს ვირუსს უფრო ადვილად დაუკავშირდეს ACE2 რეცეპტორებს და უფრო ადვილად შევიდეს უჯრედებში.

ეს შეიძლება ითვალისწინებდეს მის მომატებულ ინფექციურობას – პათოგენის შესაძლებლობას ინფექცია დაამყაროს.

ბრიტანეთის ახალ ვარიანტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას ჰქვია H69 / V70 წაშლა. ყველა მნიშვნელოვანი სპიკე ცილის მცირე ნაწილი ამოღებულია თავად ვირუსიდან.

“შეიცვალა ვირუსის ქცევა?”

მუტირებული ვირუსი საშინლად ჟღერს, მაგრამ მუტაცია და კოდური ცვლილებები ვირუსებს ახასიათებს და ეს არ არის პირველი და ასე გასაოცარი ფაქტი.

უმეტესად ეს არის ან პატარა ცვლილება, რომელიც ჩვენ ორგანიზმს დიდ ზიანს წინა შტამთან შედარებით არ მოუტანს.

ან ვირუსი ცვლის თავის კოდს ისე, რომ გააუარესოს ჩვენი ინფიცირება და ახალი ვარიანტი უბრალოდ მოკლას ‘’გააქროს’’ არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს – რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში იქნა აღმოჩენილი – გამოიწვიოს უფრო სერიოზული სიმპტომები ან ვაქცინა გამოუსადეგარი გახადოს.

როგორ მოხდა ვირუსის მუტაცია.

კოვიდის აქამდე დააზლოებით 25 მდე მუტაცია მაინც განუცდია.  და კვლავ ცდილობს მუტაციების სხვადასხვა კომბინაციების ჩამოყალიბებას.

ჩვენ რომ შევადაროთ ვუჰანში პირველად აღმოჩენილ კორონა ვირუსს ახლანდელი ბრიტანულ შტამამდე კოვიდ ვირუსი მათ შორისაც დავინახავთ ცვლილებას.

უბრალოდ ბრიტანულმა შტამმა იმიტომ მიიქცია ყურადღება, რომ იგი ძალიან მარტივად გავრცელებადი გახდა როგორც უკვე ავღნიშნეთ სპაიკის მეშვეობით.

ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი უფრო გადამდებია მისი ახალი ფორმით, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ ახალი ვარიანტი უფრო სერიოზულ გართულებებს იწვევს.

Spike ცილის მუტაციები იწვევს კითხვებს ვაქცინის შესახებ, რადგან სამი წამყვანი ვაქცინა –  Pfizer, Moderna და Oxford – ყველა ამზადებს იმუნურ სისტემას, რომ შეტევა მოახდინოს სპაიკზე.
ვინც გადაიტანა კოვიდი იმასაც ელის საფრთხე ხელახალი დაინფიცირების?
ამას ზუსტად ჯერჯერობით ვერავინ იტყვის!

თუმცა იმას თუ გავითვალისწინებთ , რომ შეიცვალა ვირუსის შეღწევადობა (ინფიცირების სიმარტივე) და არა თავად ვირუსი გამოდის , რომ ვინც კოვიდ-19 გადაიტანა და მის მიმართ ანტისხეულები გააჩნია, მისთვის საფრთხეს იქამდე არ წარმოადგენს სანამ ორგანიზმში კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ანტისხეულები გვექნება!” – წერს ექიმი.

იტვირთბა....