“ჰო, ამნისტირებულების სიაში მოსახვედრად, ქსანში გარდაცვლილ პატიმარს ა.გ-ს 10 000$ მოსთხოვეს!
ამდენი ფული არ მაქვსო… თან რაღა დამრჩა, მალე გავდივარო… მერე კოვიდით გარდაიცვალა! აკი გადავარდაო, კაცოო! აკი, გადავარდაო!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, “ქრონიკა პლიუისის” რედაქტორმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქსნის დაწესებულებაში მსჯავდებული ა.გ. კორონავირუსით გარდაიცვალა.
ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციალური დაწესებულება გამოეხმაურა, რომელიც გავცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქსნის დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.