“მცირე ხნის ურთიერთობა შესაძლოა გახდეს ახალი შტამის გადაცემის ხელშემწყობი,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.
პაატა იმნაძემ “360 გრადუსის” წამყვანის კითხვის – კორონავირუსის ძველი ნაირსახეობისგან განსხვავებით, შესაძლებელია თუ არა ახალი შტამისას ინფექციის გადადება უფრო ნაკლებ დროში მოხდეს, საპასუხოდ განაცხადა, რომ – „ამაზე ჯერ არ არის კვლევები ჩატარებული.”
„ამაზე ჯერ არ არის კვლევები ჩატარებული, ლეგიტიმური კითხვაა, შეიძლება მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი, მაგრამ ძირითადი თავდაცვის საშუალება რაც არის, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე. ეს აბსოლუტურად ისევე კარგად გვიცავს ამ ახალი ნაირსახეობისგან, როგორც ძველი ნაირსახეობიდან“, – განაცხადა იმნაძემ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 4 იანვარს დადასტურდა.