ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული” – პაატა იმნაძე

“საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში განაცხადა.

იმნაძემ „360 გრადუს“-ში კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას დასძინა, რომ კორონავირუსის პირველი მუტაცია მაშინ მოხდა, როდესაც ის ჩინეთიდან ევროპაში შევიდა და ე.წ. ევროპული შტამი წარმოიქმნა.

„ცოცხალი ორგანიზმები მუტაციას ყოველთვის განიცდიან. ვირუსები საკმაოდ ხშირად იცვლიან თავის ზნეს და ბუნებას. ვირუსებში ეს მუტაცია უფრო ხშირად ხდება. კორონავირუსში, ისევე როგორც სხვა ვირუსებში, მუტაცია ხდება. პირველი მუტაცია მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთიდან ევროპაში შევიდა, ევროპაში ე.წ. ევროპული შტამი წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ უფრო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ისიც არაფრისგან არ განსხვავდებოდა „ჩინურისგან“, გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე კორონავირუსის ჩინური ნაირსახეობა. ჩვენთან ძირითადად გავრცელებული არის ორი, აზიური და ევროპული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში  4 იანვარს დადასტურდა.

იტვირთბა....