ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ველოსიპედისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი მედიასთან აცხადებს, კაცი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, შეჯახებისას ადგილზე დაიღუპა.
ამ დროსითვის, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.