“პატრიარქის მითოლოგიზირებას და საკრალიზებას, ჯობია, თავი დავანებოთ. ის არის ადამიანი, უზარმაზარი გამოცდილებით, ბევრი სიკეთითა და ბოროტებით, წარმატებითა და წარუმატებლობით, მადლითა და ცოდვით, საკმაოდ რთულად შესაფასებელი საქმიანობით, მაგრამ ის ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანია და მისი მითოლოგიზირება, რომ იქ ცხოველებს ესაუბრება, იქ ლამის მიცვალებული აღადგინა, ამინდი გააუმჯობესა, წელიწადის დროები შეცვალა, მეტეორი შეაჩერა თუ რაღაც მსგავსი, არის რწმენის კომიკურობის და გაშარჟების მცდელობა და მხოლოდ მტრულად განწყობილ ადამიანებს თუ ახასიათებს.”
არჩილ გამზარდია – ანალიტიკოსი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.