ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამიზნებით სროლის გაკვეთილები ჰქვია ამას” – რას წერს ფსიქოლოგის სოციალურ ქსელში

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

ფსიქოლოგი თავისივე პოსტში დასძენს, რომ აღზრდის მეთოდებში ყოველწლიურად შეაქვს სიახლე.

“ყოველი ახალი წლიდან სიახლე შემაქვს აღზრდის მეთოდებში. სამინისტროსავით სტაგნაციაში კი არ ვარ.

ხოდა, დედიკომეთქი, ჩემ ქალიშვილს ვეუბნები – გოგო/ქალი არ უნდა ბილწსიტყვაობდეს, კეთილად უნდა მეტყველებდეს, ია და ვარდი სცვიოდეს ბაგეთაგან, – მიბოძეთ ხილფაფა გეთაყვა, ჟღურტულით მიმართავდეს გვერდზე მყოფს და რატომ იცი? როცა ცხოვრების გარდუვალობა შეიქმნება – ვაიიი, შე ლეეეეეეღვოოოოო, – რომ დაუღრიალებ ვისაც საჭიროა, მოულოდნელობისგან ელდანაკრავი ის ვიღაც სამთვენახევარი გონში ვეღარ ვარდებოდეს-მეთქი.

დამიზნებით სროლის გაკვეთილები ჰქვია ამას”, – წერს ნათია ფანჯიკიძე

იტვირთბა....