ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისში ავტოავარიას 28 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქალი სიცოცხლე  ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახნენ.

ამასთან, თვითმხილველების თქმით, მსუბუქ ავტომობილს 28 წლის ქალი მართავდა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფი.

“მეტრონომი” მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....