ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი გიორგი ჯანაშიას პენიტენციალური დაწესებულების დატოვების შესახებ საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე გიორგი ჯანაშიას მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შესახებ „ტვ პირველთან“ საუბრობს.

როგორც ადვოკატი ტელეკომპანიასთან საუბრისას განმარტავს, არ შეიძლება, რომ საპროცესო შეთანხმებაზე გვესაუბრა, რადგან აღნიშნულ საქმეში ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა პასუხ გაუცემელი.

„თავიდანვე წინაღმდეგი ვიყავით საპროცესო შეთანხმებაზე. ზაზას პოზიცია თავიდანვე, როდესაც ამ საქმეზე დაიწყო საუბარი იყო მისი პოზიცია ის რომ არ იდავებდა წლებთან დაკავშირებით. ეს პოზიცია არ იყო მარტო ჯანაშიასთან დაკავშირებით. ეს პოზიცია იყო ყველა მსჯავდებულთან დაკავშირებით. მისთვის მთავარი იყო ის რომ ყველა დამნაშავე პირის დასჯა მომხდარიყო. დაუშვებელი იყო და დღემდე ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმება არამარტო ჯანაშიასთან არამედ ნებისმიერ პირთან, ვინც ამ საქმეში არის მსჯავდებული. გამომდინარე იქედან, რომ ვთვლი ჯერ კიდევ ბევრი კითხვებია საქმეში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია საქმე და არ შეიძლება რომელიმე პირთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. მეც ვხედავ ამის ნიშნებს ვინაიდან მოხდა გიორგი ჯანაშიას გამოყოფა. მე ვერ დავინახე ჯანაშიას მონაწილეობა და მათი მხრიდან სიმართლის დადგენის სურვილი,“ – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის 29 დეკემბერს დატოვა.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....