პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა ,მისი ავადობის პერიოდს იხსენებს.
როგორც კაკაჩია ნეტგაზეთთან ყვება, მან არ იცოდა, რამდენად კრიტიკული იყო მისი მდგომარეობა.
“მე არც მიგრძნია, რომ ასე კრიტიკულად ვიყავი. ცოტა ცუდად რომ ვიყავი, ვხვდებოდი, მაგრამ ასე კრიტიკულად თუ ვიყავი, არ ვიცოდი… დღემდე დავალებული ვარ იმ ექიმებისგან. ეს არის გუნდი, რომელიც დღე და ღამე იქ არის. მათი წყალობით გადავრჩი, რომ იტყვიან.
ხანდახან მეგონა, რომ ორი ადამიანი იყო ჩემში. ჩემს თავსაც ვესაუბრებოდი ზოგჯერ. თითქოს რაღაც ვირტუალურ სამყაროში ხარ: აქეთ – შუქები, იქით – ნემსები… ცოტა გერევა უკვე რაღაცები, ნერვული სისტემაც ბოლომდე დაძაბულია და ამ დროს მნიშვნელოვანია, შეინარჩუნო საღი აზრი. ეს ცოტა რთულია,”- ამბპბს კაკაჩია.
კორნელი კაკაჩია კორონავირუსით დაახლოებით ერთი თვის წინ დაინფიცირდა. კაკაჩია COVID-19-ის მძიმედ გადატანის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს გადის.