ახალი ამბები მთავარი სამართალი

(ფოტო) დუშეთში, წყლის თხრილში ქალის ცხედარი იპოვეს

დუშეთში, რადიოსადგურის დასახლებასთან, წყლით სავსე თხრილში შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. მომხდარი :მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის ქალს ორი დღე ეძებდნენ, დღეს კი აგარდაცვლილი იპოვეს. ის ერთ-ერთ ფერმაში მწყემსად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ტრაგედიის ამსახველი ფოტო “პრაიმტაიმმა” გაავრცელა.

იტვირთბა....