ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც გამზარდია წერს, შეზღუდვების მიუხედავად ქვეყანაში ახალმა შტამმა მაინც შემოაღწია.
“არ მოვიდა დრო მეტრო ამუშავდეს? ამდენად პარალიზებული და საცობებით სავსე ქუჩები!!! ახალი შტამი ისე შემოვიდა მეტრო არ მუშაობს, ხოდა რატო აწვალებთ ხალხს! ან ჩუმად რატომ ვართ??? მე მოვითხოვ მეტროს ამუშავებას! ათასს ვერსიას ვისმენ ქუჩაში – საწვავის და ტაქსების წილში სხედანო!…ვინ? ხალხს ჰკითხეთ!,”- წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.