ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორც ექიმი გეუბნებით, ეს არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი”- ფხაკაძის მორიგი მიმართვა

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური წამალი დადებითი ემოციებია. ამის შესახებ ფხაკაძემ  “ლაივ ჩართვის” დროს განაცხადა.

ფხაკაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ გაბრაზდებიან, რადგან ეს ცუდად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე.

„ვიღაცაზე თუ ხართ გაბრაზებული, გთხოვთ ნუ ბრაზდებით, ეს ბრაზი ისევ თქვენში რჩება, არსად არ მიდის, ბრაზი თქვენზე და თქვენს იმუნურ სისტემაზე მოქმედებს ცუდად. როგორც ექიმი გეუბნებით, თქვენს იმუნურ სისტემას გაუფრთხილდით!

ყველაზე ძლიერი იარაღი არის ჩვენი იმუნური სისტემა და ჩვენი იმუნური სისტემის დაცვის საუკეთესო მექანიზმი არის, როცა შინაგანად ხართ განწყობილი პოზიტიურად, ეს პოზიტიური განწყობა არის საუკეთესო ვიტამინი და წამალი,”- მიმართავს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძის თქმით, ადამიანებმა დადებიტი ემოცია უნდა შეინარჩუნონ და ბრაზი სხვა რაამით გაანეიტრალონ.

 

 

იტვირთბა....