მთავარი ციტატა

“თუ ოდნავ მაინც საეჭვო შემთხვევაა, ამ პირმა მსახურებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს”- გაბუნია შობის ღამეზე

„შობის დღესასწაულზე იცით, რომ კიდევ ერთი დაანონსებული შეზღუდვის მოხსნა იქნება 6 დეკემბრის ღამეს. შობის დღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიაში ხალხმრავლობა და სტუმრიანობა. უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო რელიგიური მსახურებისთვის ტესტირების შეთავაზების პროექტი. თუ ოდნავ მაინც საეჭვო შემთხვევაა, უნდა მოხდეს მისი დროული მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ეს არის ის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ტარდება და რამდენიმე კვირაა ეს პროცესი დაწყებულია.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში. თუმცა, შეზღუდვები შობის ღამეს შემსუბუქდება. 

იტვირთბა....