„ჯერჯერობით, ის სქემა, რომელიც 16 იანვრის შემდეგ დაანონსდა შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე, ძალაში რჩება. თუმცა, მანამდე, 2 კვირა უნდა გავიაროთ. ეს ორი კვირა მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ დავაკვირდებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქებამ ხომ არ გამოიწვია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. თუ იქნება ისეთი კრიტიკული მაჩვენებლი, რაც გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას, ეს იქნება სერიოზული დარტყმა. საბჭო კიდევ ერთხელ იმსჯელებს იმ მექანიზმებზე, რაც გამოვიყენეთ 16 იანვრის შემდეგ.“
თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.