ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის რამდენიმე სოფელში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ტყის საკმაოდ ფართო მასას მოედო, როს გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ახლომდებარე სახლებამდე მიაღწია.
„ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, – იუწყება ადგილობრივი მედია.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ზუსტდება.