საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 646-ს შეადგენს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.