ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსს 10 წამში ავლენს

თურქმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა Diagnovir-ი, რომელსაც შეუძლია, კორონავირუსის დიაგნოსტიკა 10 წამში დასვას. ამის შესახებ ბილკენტის უნივერსიტეტი წერს.

მოწყობილობის საშუალებით  ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ მოწყობილობაში.

ახალმა გამოგონებამ კორონავირუსის გამოვლენის 99 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

„ჩვენ გვჯერა, რომ სისტემა ფართოდ იქნება გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, როგორც ვირუსის სწრაფი და საიმედო გამოვლენის მეთოდი. ამიტომ, ამ ბიოსენსორის სისტემის მასობრივი წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ინვესტიციები უკვე დაწყებულია. გვჯერა, რომ ეს გამოგონება უახლოეს პერიოდში დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში“, – აცხადებენ ბილკენტის უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სისტემის დანიშნულებაა COVID-19 ვირუსების გამოვლენა, ის შეიძლება სხვსხვა პათოგენების გამოვლენისთვის იყოს გამოყენებული.

იტვირთბა....