რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი, სსრკ-ს სახალხო არტისტი ოლეგ ბასილაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ რადიოსადგური „ეხო მოსკვი” იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 86 წლის მსახიობი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჰოსპიტალიზებულია მისი მეუღლეც.
ოლეგ ბასილაშვილის სამსახიობო კარიერა 6 ათწლეულს ითვლის. საყოველთაო აღიარება მას საბჭოთა კონოჰიტებში „ვაგზალი ორისათვის” და „სამსახურეობრივი რომანი” შესრულებულმა როლებმა მოუტანა.