ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” ეს მცდელობა სამწუხაროა” – რაში ადანაშაულებს სამადაშვილი ხელისუფლებას

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვინც არის “ნაციონაური მოძრაობის” სიით არცეული, ყველას აქვს გაცხადებული, რომ არ შედის პარლამენტში და დაწერილი აქვთ შესაბამისი განცხადება. აქედან გამომდინარე არ მაქვს საფუძველი, რომ რამე ეჭვი მქონდეს, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

ძალიან სამწუხაროა და ცუდის მომასწავებელი იქნება თუ ხელისუფლების მხრიდან თუ იქნება მცდელობა, რომ თითო ოროლა დეპუტატი დაარწმუნონ, რომ პარლამენტში შევიდნნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეცადნონ მოლაპარაკების მიღწევას, რათა ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. კარგად გვესმის, რომ რამდენიმე ადამიანის შესვლა პარლამენტში, იმ პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს. ეს შეიძლება განმუხტოს მხოლოდ ფართო შეთანხმებამ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების და ფასილიტატორების მცდელობაც აქეთკენ იქნება მიმართული უახლოეს დღეებში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იტვირთბა....