ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან” – ზაზა წერეთლის გაფრთხილება

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კორონავირუსის ახალ შტამის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან.

„აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ვინაიდან ბავშვებს მეტი კონტაქტი აქვს უფროსებთან, შესაძლებელია ახალი შტამით მტელი ოჯახი ინფიცირდეს. ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები, მაგრამ დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ დაწოლა გაიზრდება ჯანდაცვის სისტემაზე,“ – ამბობს ზაზა წერეთელი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

 

იტვირთბა....