“პირველიდან თუ 31-დან დაწყებული, ის ადამიანებიც კი, ვინც მოუწოდებდნენ კიდეც, რომ არ იყოს სოციალური აქტივობა და სახლიდან მოვულოცოთ ერთმანეთს, ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო. თან უმრავლესობა მათგანი ოჯახებში პირბადის გარეშე სხედან. ამიტომ უფრო მეტი გავლენა ექნება ამ წინასაახალწლო დღეებს. იმედს ვიტოვებ, რომ არ მოხდება იგივე საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვა, ძალიან აზარალებს საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანებს. ვინც მდიდარია და შემოსავალი აქვს, ის მანქანით გადაადგილდება. ამიტომ ყველაზე მეტად დამაზიანებელი შეზღუდვების რაც შეიძლება სწრაფი მოხსნა, ეს საზოგადოების ინტერესებში შედის.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ამის შესახებ კულუმბეგოვმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.