aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თითქოს, ეკლესია ამ მიმართულებით წინააღმდეგობაში მოდის”- რას ამბობს მამა გურამი პატიმრების ამნისტიაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი განიხილეს.

სხდომას ესწრებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა გურამ ოთხოზორია, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქის იუბილეზე მისთვის საჩუქარი იქნებოდა უვადო პატიმრებისათვის სასჯელის შემსუბუქების საკითხის განხილვა.

მან სურვილი გამოთქვა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს.

“ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება, მოთხოვნა, თითქოს მთავრობასთან ან პარლამენტთან და საბოლოო ჯამში ხალხთან მოდის წინააღმდეგობაში, რომ, დავუშვათ, პარლამენტი ითხოვს არაფერი არ შეეხოს, მეოთხედის შემსუბუქებაც, მოძალადეებს, ყაჩაღობაზე, მკვლელობაზე და თითქოს, ეკლესია ამ მიმართულებით წინააღმდეგობაში მოდის. სინამდვილეში წინააღმდეგობა კი არ არის, ნილს  ბორს აქვს ასეთი დამატებითობის პრინციპი, ეს ამავსებლებია, ეს არის ორი დამოკიდებულება, ზრუნვა, მეთოდი ადამიანის გამოსწორებისა, რაც მიზანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო შედგა ამ მიმართულებით. მე პირადად ვარ მომსწრე, 7 წელია, საპატიმროებში დავდივარ და როგორი დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ალბათ ევროპის ქვეყნებს შეშურდებოდათ”. განაცხადა მამა გურამმა.

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი პირველი მოსმენით 30 დეკემბერს მიიღო მიიღო. ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთან, ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედების არეალი, შესაძლოა, გაფართოვდეს და გარკვეულ დანაშაულებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქება, კერძოდ, მისი განახევრება ან მეოთხედით შემცირება მოიცვას.

იტვირთბა....