ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერორისტულმა აქტმა ნიგერიაში 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

“ბიბისის”ინფორმაციით, ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების რელიგიურ ცერემონიაზე  თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

ერთ-ერთი თვითმხილველის  ინფორმაციით, ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა მისი დაკავება სამართალდამცველებმა სცადეს.
ნიგერიაში თავდასხმებს დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” ახორციელებს, რომელიც ქვეყანაში შარიათის დაწესებისთვის და ისლამური ხალიფატის შექმნისთვის იბრძვის.
მიმდინარე წლის მარტში, დაჯგუფებამ “ისლამური სახელმწიფოს” ერთგულების ფიცი დადო.

იტვირთბა....