საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ეპიდემიოლოგები და მღვდელმთავრები ესტუმრნენ. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.
სტუმრობა პატრიარქის იუბილეს უკავსირდება.
“ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ულოცავს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს დაბადებიდან 88 -ე წლისთავს.
დღეს, მის უწმინდესობას საპატრიარქოში ესტუმრნენ ეპიდემიოლოგები. კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მათ თავდადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და პატრიარქს იუბილე მიულოცეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი,
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და ჭყონდიდელი ეპისკოპოსი გრიგოლი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქს 88 წელი შეუსრულდა.