თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე კი წერილი მის შეყვარებულს დაუტოვა.
არსებული ინფორმაციით, შეყვარებულთან კონფლიქტის შემდეგ 30 წლამდე მამაკაცი დაკავებული იყო, ხოლო ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე თავი მოიკლა.
“მანამდეც ჰქონდა მცდელობა, წამლები დალია. დღეს უკვე მისმა ახლობლებმა დამირეკეს, ვეღარ გადავარჩინეთო. წერილი დატოვა იმ გოგოს მისამართით. წერს, რომ ჩემს საფლავზე მაინც მოვიდეს და იქ მნახოსო”, – აცხადებს „პრაიმტაიმთან” ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.