ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარტყოფში მამაკაცი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, კაცს ძმისშვილმა ესროლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში 65 წლამდე მამაკაცი სანადირო თოფიდან  დაჭრეს. მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში არ ადასტურებენ, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარმა ძმისშვილმა დაჭრა. 23 წლის ბიჭმა მამაკაცს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.

დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს და მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავეულია. გამოძიება კი 117-ე მუხლით მიმდინმარეობს.

იტვირთბა....