თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, შეყვარებულთან კონფლიქტის შემდეგ 30 წლამდე მამაკაცი დაკავებული იყო, ხოლო ციხიდან გათავისუფლებიდან მალევე თავი მოიკლა.
ამასთან, მამაკაცმა წერილი დატოვა იმ გოგოს მისამართით.
“მანამდეც ჰქონდა მცდელობა, წამლები დალია. დღეს უკვე მისმა ახლობლებმა დამირეკეს, ვეღარ გადავარჩინეთო. წერილი დატოვა იმ გოგოს მისამართით. წერს, რომ ჩემს საფლავზე მაინც მოვიდეს და იქ მნახოსო”, – აცხადებს „პრაიმტაიმთან” ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი.
უწყების ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.