ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გაერთიანებულ სამეფოში დღეიდან მოსახლეობაში AstraZeneca-ს ვაქცინაცია იწყება

დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ BBC წერს.

BBC-ის ინფორმაციით, ვაქცინის 530 000 დოზა მზად არის და მოქალაქეებს ოქსფორდის, ლონდონის, სასექსის, ლანკაშირისა და უორუიკშირის საავადმყოფოებში აცრიან.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს ვაქცინის პირველ და მეორე დოზას 12 კვირის და არა დაგეგმილი 21 დღის შუალედით გაუკეთებენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმით ხსნიან, რომ „ბევრად უფრო სასურველია“, ვაქცინის პირველი დოზა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 8 დეკემბერს, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.

იტვირთბა....