„ნაკლებად მგონია, რომ ახალი წლის შემდეგ, ვირუსის შემთხვევები გაიზრდება. ეს ორდღიანი მობილობის აქტივობა არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ დაავადება მკვეთრად გავრცელდეს. ალბათ, კორონავირუსის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, თუმცა ეს ყველაფერი უფრო კარგად ეპიდემიოლოგებმა იციან.“
მარინა ეზუგბაია – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს” განუცხადა.