ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

რუსთავში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 80 წლამდე ქალი და მამაკაცი არიან. კოვიდინფიცირებულები მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდნენ.

კლინიკის ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. მისივე ინფორმაციითვე, კოვიდ19-მა მკურნალობის ბოლო პერიოდში ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად დაამძიმა და მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

იტვირთბა....