ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შედის თუ არა “პატრიონთა ალიანსი” პარლამენტში? – ირმა ინაიშვილის განმარტება

„პატრიოტთა ალიანსი“ არ შედის პარლამენტში, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსი“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ინაიშვილი განმარტავს, სადაც „ქართული ოცნება“ იქნება მოხსენიებული, იცოდეთ, რომ ყველგან ტყუილია. ცოტა ხნის წინ გავეცანი კომენტარებს და „ქართული ოცნება“ მიესალმება თურმე პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ შესვლას, ეს არის ტყუილი

„პატრიოტთა ალიანსის“ არც ერთი ლიდერი, ჩემი ჩათვლით, არ იქნება წარმოდგენილი გაყალბების გზით ფორმირებულ პარლამენტში. ჩვენ დღეს დაგვიკავშირდა საპროცედურო კომიტეტი და დაჩქარებული ტემპებით მოითხოვა ჩვენგან დადასტურება, უარს ხომ არ ვამბობთ ჩვენს განცხადებაზე. არც კი მოგვეცა იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიგვეღო კომიტეტის სხდომაში და დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია. საპროცედურო კომიტეტმა განიხილა მხოლოდ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეგობრებო, ეს არის ბოლშევიკური სტილი. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამაგალითოდ დასჯის ილუსტრირებაა, რაც მოხდა დღეს საპროცედურო კომიტეტში და რაც მოხდება ხვალ პარლამენტის სხდომაზე. მოგეხსენებათ, ორმოცდაათზე მეტ პარლამენტის წევრს განცხადება აქვს შეტანილი პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ ჩვენზე ადრე შეიტანეს განცხადებები და რატომღაც, ირღვევა პროცედურა და არ ხდება იმ დეპუტატების საკითხის განხილვა. ვფიქრობ, ყველა დეპუტატის საკითხი ერთად უნდა ყოფილიყო განხილული, ეს იქნებოდა კანონზომიერი. ის, რომ ცალკე გამოყოფა ხდება „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატის საკითხის, ეს არის უკანონობა და ეს აჩვენებს, რა სტილით მართავს „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს“, – განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ცესკო-ს ვებგვერდზე 31 დეკემბერს გამოქვეყნებული განკარგულებით ირკვევა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამ წევრს, ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძეს და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

იტვირთბა....