aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადრე საავადმყოფოში ცხოვრობდა შიში! შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა” – ზურაბ გურული

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ექიმი გამოქვეყნებულ მიამართვაში ახალ წელს საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს ულოცავს.

ამასთან, როგორც ზურაბ გურული თავისივე პოსტში დასძენს, ადრე შიში მხოლოდ საავადმყოფოში ცხოვრობდა. ეს შიში საავდმყოფოდან შარშან გამოქცა და დღეს პანდემით გამოწვეული შიში ყველას თვალებშია.

„სევდამ და შიშმა გაანაცრისფრა წელს სამყარო. ადრე საავადმყოფოში ცხოვრობდა შიში. ყოველდღე ვხვდებოდით ექიმები პაციენტების თვალებიდან და თვალებით მომზირალს. შარშან გამოიქცა შიში საავადმყოფოდან, ყველას ჩამოუარა და თვალებში ჩახედა…

იმედიც ცხოვრობს საავადმყოფოში შიშთან ერთად. ისიც პაციენტების თვალებიდან და თვალებით გვიმზერს.

ექიმების გაბითურებისა და გამარჯვების წელი ერთდროულად იყო 2020. განსაკუთრებით ექიმებს ვულოცავ ამიტომ ახალ წელს.

საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს ვულოცავ, მათ ახლობლებს და ჭირისუფლებს. ერთად დაგვეძლიოს შიში და ისევ იმედიანად გავყოლოდეთ ჩვენს ბილიკებს. ყველა კარგ, ღირსეულ ადამიანს ვულოცავ. იმედი დაგვბედებოდეს…”, – წერს ზურაბ გურული.

იტვირთბა....