“ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განმარტებით, მომდევნო კვირის განმავლობაში მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე.
„ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება. ტესტირების შედეგად დადებითობის მაჩვენებელი კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი შემცირდეს 5%-მდე და ჩამოვიდეს დაბლა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მივიღებთ ახალ პიკს, იქნება ნაკლები. ამდენად, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევები მოიმატებს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 417 ახალი შემთხვებვა გამოვლინდა