“რამდენიმე დღეა საინფორმაციო გამოშვებები არ მინახავს, ნახვაც აღარ მინდა, ასეთებს რომ წაიკითხავ. ამას ჰქვია უტიფრობა. ერთს წამოსცდა ხელფასი ივანიშვილთან საბრძოლველად ავიღეო და ყველა შეჯდა. 48 მილიონსაც და სხვა დაუმტკიცებელსაც მაგისთვის არ იყენებთ? რითი ცხოვრობთ, დეპუტატის ხელფასით? ოცნების ბრალია 100%-თ ამ სანახაობებით რომ გვართობენ. ამათი გაკარება არ შეიძლება პოლიტიკასთან. სარგებელი ნული, ზიანი აუარება… ჩვენი მდარე შიდა პოლიტიკით დროის კარგვა არ ღირს. დანარჩენს დავწერ მოგვიანებით.”
ამირან სალუქვაძე – სამხედრო ექსპერტი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
სალუქვაძე აღნიშნულ განცხადებასთან ერთად პოტოსურათსაც აქვეყნებს. ის ამ განცხადებით გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება.