“მე-5 რაუნდთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინის ქონა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ “ქართული ოცნება” გაითვალისწინებს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ყველაზე მნიშვნელოვან მექანიზმებს”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, ოპოზიციის დაფიქსირებული აქვს მოთხოვნა, რომ ნებისმიერი გზით ახალ არჩევნებამდე მივიდეს.
“ეს მექანიზმი არის ის მოთხოვნები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული: ახალი არჩევნები ან ნებისმიერი გზა ახალ არჩევნებამდე მისასვლელი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს სრული რეფორმა,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, ხელისუფლებასა და ოპოზიურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.