“დაახლოებით 10-14 რიცხვისთვის გამოჩნდება, როგორ აისახება გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და მოიმატებს თუ არა ამის შედეგად კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც იმნაძე ვარაუდობს, შემთხვევების მატება იქნება, თუმცა გააჩნია, როგორი იქნება გავრცელების მასშტაბი.
„პირველ რიგში, გაზრდილი მობილობის შედეგები გამოჩნდება სადღაც 10-14 რიცხვისთვის, გამოჩნდება, ხომ არ მიგვიყვანს ეს შემთხვევების მატებამდე. ალბათ მატება იქნება, გააჩნია, რა მასშტაბებით. უფრო საშიში რა თქმა უნდა იქნებოდა საახალწლო სუფრები, სადაც ადამიანები ნიღბის გარეშე იქნებოდნენ. დანარჩენი რა ინფორმაციაც მაქვს, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრბში კარგად იყო დაცული დისტანცია. პირველის სუფრის და სტუმრიანობის შედეგები სადღაც 10-14-ში გამოჩნდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.