“მოვდიოდით ლოზუნგით, რომ პირელი წელიწადი იქნებოდა კარგი, მეორე – უკეთესი, ბენზინზე, გაზზე და ელექტროენერგიაზე ტარიფების დაკლება იქნებოდა,” – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, მთავრობამ აღნიშნიშნული დაპირებები 180 გრადუსით საპირისპიროდ შეასრულა.
“მოსახლეობისთვის ეს არის დაფიქრების მნიშვნელოვანი საგანი, იმიტომ რომ ჩვენ მოვდიოდით ლოზუნგით, რომ პირელი წელიწადი იქნებოდა კარგი, მეორე – უკეთესი, იქნება ტარიფების დაკლება, ბენზინზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე ფასების დაკლება, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი შეასრულა 180 გრადუსის საპირსპიროდ. ეს გაღატაკებული მოსახლებისთვის იქნება ჯატასტროფული მდგომარეობა, მითუმეტეს პანდემიის ფონზე” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით 1 იანვრიდან დენი – მოსახლეობისთვის 3.5 თეთრით, კომერციული ობიექტებისთვის კი 11–13 თეთრით გაძვირდა.