ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

(ვიდეო) “ექთანი უყვიროდა, ვის ურეკავ, საწრაფოდ გათიშე ტელეფონიო!” – რა გახდა ალადაშვილის კლინიკაში 58 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

ოჯახი ალადაშვილის კლინიკას 58 წლის თეიმურაზ აბრამიშვილი გარდაცვალებაში ადანაშაულებს.

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის შვილი “მთავართან” ინტერვიუში აცხადებს, ოჯახის უფროსი წევრი კლინიკაში ფილტვების ანთებით მოათავსეს. მისივე თქმით, 58 წლის თეიმურაზ აბრამიშვილი სხვა საავდმყოფოშიც ცდილობდა ჩაეტარებინა მკურნალობა, თუმცა ადგილების არ არსებობის გამო მისი მიღება ვერცერთმა კლინიკამ ვერ შეძლო.

სააბოლოდ გარდაცვლილი მამაკაცი ალადაშვილების კლინიკაში მოათავსეს, თუმცა რეამინაციულ განყოფილებაში მაინც ვერ მოხვდა. კლინიკამ მიზეზად კი ადგილების უქონლობა დაასახელა.

“როცა ვესაუბრე მითხრა წყალი მწყუროდა და არ მომაწოდეს, რომ დამელია, მციოდა და ექთანმა საბანი არ დამაფარაო ასე მითხრა გარდაცვალებამდე. ჩვენ საკუთარი საბანიც მივუტანეთ მაგრამ… იქედან ექთანი უყვიროდა, ვის ურეკავ, საწრაფოდ გათიშე ტელეფონიო! მამას წერილიც შევუგზავნე და პასუხს ველოდებოდი, გავჩერდი და სადღაც 10 წუთის შემდეგ გამოვიდა ექთანი და მითხრა მე აბრამიშვილის წერილი გადავგდეო.” – აცხადებს “მთავართან” გარდაცვლილი მამაკაციშ შვილი.

 

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....