ახალი ამბები მედია მთავარი

საქართველოში რუსული ORT-ს მაუწყებლობა შეწყდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული „პირველი არხის“ რეტრანსლატორი კომპანია 2500 ლარით დააჯარიმა და არსებული ფორმით რუსული არხის ტრანსლირების აკრძალვის გადწყვეტილება მიიღო. კომისიამ შპს რ.ბ.ჯ.-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გამოყენებით მაუწყებლობდა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რადგან მაუწყებლობის დაწყებამდე კომპანიას პროდუქციის მართლზომიერი ფლობის ლიცენზია და აუცილებელი ნებართვებიარ წარუდგენია.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საჯარო სხდომაზე კომპანია რ.ბ.ჯ.-მ ვერ შეძლო ORT-ს პროდუქციის მართლზომიერი ფლობა დაემტკიცებინა, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას იმ სამაუწყებლო პროდუქციით მაუწყებლობა შეეზღუდა, რომელზეც კანონიერ უფლებას არ ფლობს“ – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

იტვირთბა....