„ნაკლებად მგონია, რომ ახალი წლის შემდეგ, ვირუსის შემთხვევები გაიზრდება,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიამ “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნულ გამოცემასთან საუბრისას განმარტა, ნაკლები შანსი არსებობს, რომ ახალი წლის ფონზე, ქვეყანაში ვირუსის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდის.
„ნაკლებად მგონია, რომ ახალი წლის შემდეგ, ვირუსის შემთხვევები გაიზრდება. ეს ორდღიანი მობილობის აქტივობა არ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ დაავადება მკვეთრად გავრცელდეს. ალბათ, კორონავირუსის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, თუმცა ეს ყველაფერი უფრო კარგად ეპიდემიოლოგებმა იციან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.