ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოს მთავრობა ერთს გისურვებთ – ყველა ტკივილი გამოგეცადოთ, რასაც თქვენი ქვეყნის მოსახლობა განიცდის”

მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

“ყველას გილოცავთ ახალ წელს, რომელიც იქნება ასეთი:

1 – 19 მილიარდი საგარეო ვალი;

2 – ბიუჯეტის დეფიციტი 6,7%;

3 – მთავრობის ვალი 60,1%;

4 – მთავრობის ვალიდან გამომდინარე – დეფოლტი;

5 – მილიონი სოციალურად დაუცველი;

6 – 350 000 უმუშევრად დარჩენილი ბოლო 9 თვეში;

7- კერძო სექტორი, ე.წ. საშუალო ფენა -ლიკვიდირებული სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის გამო;

8 – განათლება და სასწავლო პროცესი, შესაბამისი სამომავლო მოგებით = 0!;

9 – მომავალი წლის ბიუჯეტში, დამატებით 5,26 მილიარდი საგარეო ვალი!

10- ეს 5,26 მილიარდი არის განკუთვნილი საბიუჯეტო სექტორის ხელფასისთვის.

11- საბიუჯეტო სექტორი ვერ აცნობიერებს საიდან იღებს ხელფასს!

12 – დაინგრა და ინგრევა მეთორმეტე საუკუნის ძეგლი – გელათი! რომელიც ყველა დროის,ყველაზე დიდი ქართველის მიერაა აგებული.

13 -გვყავს ერთპარტიული პარლამენტი.

14- არჩევნები გაყალბდა!

15- დეპუტატებს ჰგონით რომ ქვეყანაში არავის შია!

16- შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო, როგორი ბიუროკრატიაა, როგორი გზებია, რომ გარეჯი არავინ იცის სადაა, რომ ტექდადათვალიერებაა და გზები არა, რომ ყველა შუქნიშანზე მათხოვარია, რომ ყველა ურნასთან ვიღაც ეძებს საჭმელს, რომ ყველაფერი ჯიგრულადაა, ქართულ პონტში, მაგრამ მთვარს ბოლო პუნქტში გეტყვით!

17- სულ ტყუილად დავცინით რუსებს და ვლანძღავთ პუტინს, ჩვენც იგივე ტიპი გვყავს, ისევე განუსაზღვრელი ვადით.

საქართველოს მთავრობა.

იმედი მაქვს, გაისად ზოგი ციხეში იქნებით, ზოგი სამსახურის გარეშე, ზოგი მშიერი და ზოგიც ქვეყნიდან გაქცეული და ერთს გისურვებთ – ყველა ტკივილი გამოგეცადოთ, რასაც თქვენი ქვეყნის მოსახლობა განიცდის.

დღეს აღარ გახვიდეთ 9 საათის მერე, კორონა დაბრუნდა…

მორატორიუმი დამთავრდა, ხო ვთქვი ახალ წლამდე არ ვიგინებითქო? ხოდა, ვინც ხალხს აშიმშილებთ და აქლიავებთ, ყვეალას გაგიხმათ დედის @რაკი” – წერს ალექსანდრე პაიკიძე.

იტვირთბა....