ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამაკაცი საყარაულო კორშკურიდან გადმოვარდა – უბედური შემთხვევა სიღნაღში

სოფელ ტიბაანში უბედურ შემთხვევას 66 წლის კაცი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ვენახში მამაკაცი საყარაულო კორშკურაზე იმყოფებოდა, საიდანაც გადმოვარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.

დაშავებული ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....