ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის კელიები დაიწვა. ამის შესახებ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს,გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად . მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა”, – წერს მეუფე იოსები.
გავრცელებული ცნობით, კელიებს ცეცხლი დილით 7 საათზე გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.