Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთში, ღურის პროვინციაში ადგილობრივი გამოცემის მთავარი რედაქტორი მოკლეს. გამოცემის ცნობით, 28 წლის ჟურნალისტი ადელ აიმაქი Sada-e-Ghor-ში მუშაობდა.
როგორც გამოცემა იუწყება, ჟურნალისტი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მას ამ დრომდე უცნობა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.